როი კინმა შეაფასა მაიკლ კერიკის სამწვრთნელო მოღვაწეობა მანჩესტერ იუნაიტედში. ახალგაზრდა დამრიგებლის დადებითი შედეგების მიუხედავად, ირლანდიელი ყოფილი შუახაზელი თვლის, რომ "წითელ ეშმაკებს" სხვა მენეჯერი სჭირდებათ.
"კერიკი კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა ჩემი აზრით, მან იუნაიტედს სხვა მწვრთნელი სჭირდება. მასთან ერთად, მანჩესტერელები დაბრუნდებიან ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, მაგრამ უშუალოდ შემდეგი ნაბიჯი უკვე სხვა სპეციალისტთან ერთად უნდა იქნას გადადგმული.
დროებითი მწვრთნელობა მარტივია, ერთადერთი რაზეც ფიქრობ, გამარჯვება არის. სხვა არაფერი გეხება, თუმცა როდესაც აფორმებ სრულფასოვან ხელშეკრულებას, უკვე სხვა საკითხებზეც გიწევს გადაწყვეტილების მიღება. "წითელ ეშმაკებს" ვურჩევდი სიმეონეს, ენრიკეს ან ტუხელს. "









