ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები მალტას დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.
მატჩის გამორჩეული მოთამაშე სანდრო ნარიმანიძე იყო, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი შემოგვთავაზა. ცენტრალურმა მცველმა კარში სამჯერ დაარტყა, რასაც ორი გოლი მოჰყვა.
პირველ შემთხვევაში, ბურთი ძელს მოხვდა და გაბრიელ სიგუამ დაამატა, მეორე ჯერზე კი ნარიმანიძემ აუღებელი დაარტყა და გაიტანა.
მიუხედავად ამ გამარჯვებისა, საქართველოს ნაკრებს 9 ქულა აქვს, მე-4 ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის შანსი არ აქვს.









