პრემიერ ლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი ეტიჰად სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერ სიტისა და ტოტენჰემის დაპირისპირება იხილა.
გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, თუმცა ოდნავ უკეთესი შთაბეჭდილება მაინც სტუმრებმა დატოვეს. ტოტენჰემმა საბოლოო ჯამში სრულიად დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა და ორ ტურში, 6 ქულას მოუყარა თავი.
ტოტენჰემიდან გოლების გატანა ბრენან ჯონსონმა და ჟოაუ პალინიამ მოახერხეს.
მანჩესტერ სიტი 0-2 ტოტენჰემი
გოლები: 0-1 ბრენან ჯონსონი 35', 0-2 ჟოაუ პალინია 45+2'.









