2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე რუმინეთს უმასპინძლებს.
ტურნირის ჯგუფური ეტაპი ბორჯღალოსნებმა დამაჯერებლად ჩაატარეს, სამივე მატჩი მოიგეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. რუმინეთმა კი ჯგუფში ასპარეზობა მეორე პოზიციაზე დაასრულა.
საქართველო და რუმინეთი ერთმანეთს არაერთხელ შეხვდნენ და ურთერთდაპირისპირებაში ქართველი მორაგბეები დიდ უპირატესობას ფლობენ. ბოლო 10 შეხვედრაში ქართველებმა 9-ჯერ მოიგეს და მხოლოდ ერთხელ წააგეს.
დღევანდელი მატჩისთვის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო ბორტოლამიმ შემადგნელობა დაასახელა.
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი), 21. მიხეილ შიოშვილი (ტულონი); 22. მიხეილ ალანია (ორიაკი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).
საქართველოს და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება დღეს, 15 საათზე ავჭალის სარაგბო სტადიონზე დაიწყება.









