საფრანგეთის ჩემპიონატის გასული ტურის ცენტრალური მატჩი მარსელსა და პსჟ-ს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მცირე სკანდალს ჰქონდა ადგილი, როცა ერთმანეთს პსჟ-ს ფეხბურთელები და ადგილობრივი პოლიცია დაუპირისპირდნენ.
ამ დაპირისპირების მიზეზი უცნობია და პსჟ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა როგორც ცნობილია, მარსელის პოლიცია სტუმარი გუნდის ფეხბურთელების მიმართ თავიდანვე აგრესიულად იყო განწყობილი.
საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მხარეები მარსელის ფეხბურთელებმა გააშველეს.









