გასაკვირი არაა, რომ ამ უხვგოლიან შეხვედრაში თავი ჟორჟ მიქაუტაძემაც გამოიჩინა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ბოლო ერთ თვეში, კლუბსა და ნაკრებში ჟორჟის სტატისტიკა მართლაც დაუჯერებელია. მსგავსი ციფრები ბოლო კვირებში არცერთ ფეხბურთელს არ დაუფიქსირებია.
კერძოდ, ბოლო ერთ თვეში მიქაუტაძის ანგარიშზე 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. ამ შედეგამდე მისვლა მან მხოლოდ 8 მატჩში შეძლო. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მიქაუტაძე ზედიზედ 4 თამაშია დუბლს ასრულებს.










