დორტმუნდის ბორუსიას ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, მატიას ზამერმა გერმანული ფეხბურთის თანამედროვე პრობლემების შესახებ აღნიშნა. "შვარცგელბენის" ექს-შუახაზელმა აღნიშნა, "ბუნდესნაკრები" შორს არის დაუმარცხებელი მანქანის სახელისგან, ახლა ეროვნული გუნდი სათამაშო მანქანას უფრო ჰგავს.
"ჩვენ, გერმანელები ყოველთვის ვთამაშობდით ერთ გუნდად და კომპაქტურად. გვყავდნენ ცალკე აღებული ფეხბურთელები, რომლებიც იყვნენ გენიოსები, მაგრამ როგორც გუნდი, დაუმარცხებელი მანქანა ვიყავით. დღეს, გერმანიის ეროვნული გუნდი სათამაშო მანქანას უფრო ჰგავს.
სამწუხაროდ, ტრადიციებსა და ინოვაციებს შორის ვერ ვიპოვეთ ბალანსი, რის შედეგადაც იდენტობა დავკარგეთ. რას წარმოადგენს "ბუნდესნაკრები" დღეს? ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, რაც ძალიან სამწუხაროა."









