მატჩის წინ პრესკონფერენცია პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გამართა.
მეტოქის შეფასება
"საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით. ისინი კარგად თამაშობენ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და ადვილი მატჩი არ გველის. შტუტგარდი მეოთხე კალათის გუნდია, თუმცა ამ კალათში ის საუკეთესო გუნდია და ეს არაფერს ნიშნავს. მათ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ."
დავალება ფეხბურთელებს
"წინა მატჩში ჩემმა გუნდმა გამოავლინა ხასიათი და მაღალი კლასი. ფეხბურთელებს დავალება მივეცი, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ეს თვისებები კიდევ ერთხელ გამოავლინონ და მიზანს ბოლომდე მიაღწიონ. მზად ვარ ყველანაირი გამოწვევისთვის, ამით სიამოვნებას ვიღებ. წელს ჩემპიონთა ლიგაზე ახალი ფორმატია და ამისთვისაც მზად ვარ. საქმე ბოლომდეა მისაყვანი"
პსჟ-ს გეგმები და მიზნები
"ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ და ეს ძალიან მახარებს. კლუბის ხელმძღვანელობა კარგად მუშაობს, რომ პსჟ შეკრული გუნდი იყოს. გასული წლიდან მოყოლებული, პროგრესი გვაქვს და ჩვენი მიზანია ეს ყოველ მატჩში შედეგებზე აისახოს."
ფეხბურთელების წნეხი
"ჩემი აზრით, როცა პსჟ-ს ფეხბურთელი გქვია, ყოველდღიურ წნეხში ხარ, რადგან ფეხბურთელმა იცის, რამხელა პასუხისმგებლობაა ამ გუნდში თამაში და თუ არაფერს გააკეთებ, შედეგი არ იქნება. დიახ, ყოველ მატჩში წნეხი გვაქვს, რადგან ყოველ მატჩში ჩვენი მიზანია ვიყოთ წინაზე უკეთესები"










