აქტიური საუბრები მიდიოდა იმაზე, რომ კალცონასთან ერთად სამწვრთნელო შტაბში ამ გუნდის ლეგენდა, მარეკ ჰამშიკი იმუშავებდა, რაზეც კომენტარი თავად სლოვაკმა ფეხბურთელმა გააკეთა.
"სასიამოვნოა, რომ კალცონა ნაპოლიში იმუშავებს. დღეს, ნეაპოლში ვიქნები და ბარსელონასთან მატჩს დავესწრები. ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის ადგილიდან ყურება აუცილებელია. შევხვდები კლუბის პრეზიდენტსაც.
ნაპოლიში დაბრუნება? კალცონამ ამაზე მესაუბრა, ნაპოლი ჩემი მეორე სახლია, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე, სლოვაკეთში დარჩენა უმჯობესი იქნება. ერთ დღეს, ნაპოლიში აუცილებლად დავბრუნდები", - განაცხადა ჰამშიკმა.









