ნაპოლის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, დავიდ ნერესმა დღევანდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო — როგორც ირკვევა, ბრაზილიელმა ვინგერმა მარცხენა ფეხზე კუნთი დაიზიანა, რის გამოც საკუთარ გუნდს მონცასთან მატჩში ვერ დაეხმარება.
ამ მომენტისთვის უცნობია, ზუსტად როდის დაბრუნდება დავიდ ნერესი მოედანზე, თუმცა ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი ტორინოსთან ან ლეჩესთან შეხვედრაში მის განკარგულებაში იქნება.
დავიდ ნერესის გარდა ტრავმები აწუხებთ ალესანდრო ბონჯორნოსა და ჟუან ჟესუსს.
შეგახსენებთ, ნაპოლი სერია ა-ში, 32 ტურის შემდეგ, 68 ქულით, მეორე პოზიციაზე იმყოფება. "პარტენოპეი" მომდევნო ტურში მონცას დაუპირისპირდება. მატჩი 19 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.









