ბორდოს ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა და ეფექტური გოლიც გაიტანა.
ზურიკომ ჯერ მეტოქის მცველს ჯანში აჯობა, შემდეგ კი ლამაზი დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
აღსანიშნავია, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ, დავითაშვილმა ბორდოს მაისურით 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3-ში გოლი გაიტანა.
რაც შეეხება უშუალოდ ბორდოს, გუნდს 24 ტურის შემდეგ 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.










