საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი იმ დღეებს იხსენებთ, როცა საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს მოუგო და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
"რა თქმა უნდა, ასეთ მომენტში პენალტის დარტყმა ძალიან რთულია. მატჩამდე მთელი გუნდი ამაზე ვვარჯიშობდით, რადგან ვიცოდით, რომ შესაძლებელი იყო პენალტების დანიშვნა.
ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი რომ პენალტი გამეტანა და წვლილი შემეტანა ისტორიის დაწერაში. საბედნიეროდ, კარგადაც დავარტყი.
ძალიან კარგი დღეები იყო. საქართველოს ნაკრებთან ერთად ისტორია დავწერეთ და იმედია, ჩემს კარიერაში ბევრი ასეთი დღე იქნება. იმედია, წარმატებას ბორდოსთან ერთადაც მივაღწევთ", - განაცხადა დავითაშვილმა.










