ჩეხეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა.
"იყო კონცენტრაციის ნაკლებობა და არგამართლებაც, რადგან ვფიქრობ, რომ მეტოქეს ვაჯობეთ და დამამთავრებელ ფაზაში რაღაც დაგვაკლდა."
"მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, თავს ისე ვგრძნობდით, როგორც სახლში და გასვლით თამაშებზე ეს უკვე ხშირად ხდება, რაც სასიამოვნოა და ძალიან გვეხმარება. მინდა ქომაგებს ნაკრების სახელით ბოდიში მოვუხადო, რადგან ისე არ დასრულდა ყველაფერი, როგორც ვგეგმავდით" — ზურიკო დავითაშვილი.
ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილზე დაასრულა და მარტში, B დივიზიონში დარჩენისთვის იბრძოლებს. პლეი-ოფში ჯვაროსნების მეტოქე 22 ნოემბერს, წილისყრის შედეგად გაირკვევა.