მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მწვანეების ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი ისტორიაში შევიდა და გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილის შემდეგ, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა 3 გოლი ფრაიბურგს მაისურით გაიტანა. 2003 წელს, ფრაიბურგმა ვოლფსბურგი 3:2 დაამარცხა. სამივე გოლი იაშვილის ანგარიშზეა.










