ლიგა 1-ის საინტერესო დაპირისპირება გაიმართა ლა ბუჟუას სტადიონზე, სადაც ერთმანეთს ნანტი და სენტ-ეტიენი დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული მატჩი იხილა, სადაც ოთხი გოლი გავიდა. შეხვედრაში თავის გამოჩენა მოახერხა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა — 23 წლის ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა. მატჩი საბოლოო ჯამში ფრედ, 2:2 დასრულდა.
დავითაშილმა საგოლე გადაცემა 57-ე წუთზე გააკეთა, როდესაც იბრაჰიმ კონატეს გაატანინა.
"მწვანეებმა" ახალი სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყეს, დღეს მოპოვებული ერთი ქულა კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.