კევინ დე ბრუინმა მილანის ინტერთან მატჩში მიიღო ფეხის უკანა კუნთის ტრავმა და მოედანს ოთხი ან ხუთი თვით ჩამოშორდა. ვეტერანმა ბელგიელმა გამთამაშებელმა დაზიანება 11-მეტრიანის შესრულების დროს მიიღო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ნერაძურისთან" შეხვედრა ნაპოლის შუახაზელისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით სრულდება.
თავად განსაჯეთ - სამი მატჩი ჯუზეპე მეაცას ბინადრების წინააღმდეგ და სამი ტრავმა. "პარტენოპეის" მე-11 ნომერი პირველად დაზიანდა მთავარი საკლუბო ტურნირის 2023/24 წლების სეზონის ფინალში, როცა ის თამაშობდა ჯერ კიდევ მანჩესტერ სიტიში, მეტოქე კი როგორც აღვნიშნეთ, სიმონე ინძაგის გუნდი იყო.
34 წლის გამთამაშებელი ტრავმის გამო პირველივე ტაიმში შეცვალეს. "ქალაქელებს" გასულ სეზონშიც მოუწიათ ინტერთან დაპირისპირება, ამჯერად ლიგის ფაზაში და შეხვედრის 46-ე წუთზე დე ბრუინმა მოედანი დაზიანების გამო დატოვა. როგორც ვხედავთ, უსიამოვნო ინციდენტი ბელგიელ ფლეიმეიქერს ახლაც შეემთხვა.
მხოლოდ 2014/2015 წლების სეზონის მატჩებმა ჩაიარა კევინისთვის უმტკივნეულოდ. საუბარია ევროპა ლიგის მერვედფინალზე, როდესაც ბელგიის ეროვნული ნაკრების ლიდერი მილანელებს ვოლფსბურგის მოთამაშის რანგში ხვდებოდა. ცნობისთვის, იმ დუელში მან შეაგდო 2 ბურთი და 2 ასისტიც მიითვალა.









