კევინ დე ბრუინის ეტიჰადზე დაბრუნება უფერული გამოდგა. მანჩესტერ სიტის გულშემატკივრები გუნდის ლეგენდარულ გამთამაშებელთან შეხვედრას ელოდნენ მოუთმენლად, მაგრამ უკვე 26-ე წუთისთვის, ბელგიელ ფლეიმეიქერს მოედნის დატოვება მოუწია. ეს ყველაფერი ჯო დი ლორენცოს გაძევების გამო მოხდა.
იტალიელი მარჯვენა მცველის წითელი ბარათის შემდეგ, ანტონიო კონტემ თამაშიდან მოხსნა სწორედ "ქალაქელების" ყოფილი კაპიტანი, მის ნაცვლად კი შემოიყვანა უკანახაზელი, მატიას ოლივეირა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა ნაპოლის მე-11 ნომერს ბოდიში მოუხადა.
"სამწუხაროდ, დე ბრუინის გაყვანა თამაშის გადასარჩენად იყო ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც შემეძლო. ვწუხვარ, ვიცოდი, თუ როგორი მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ეს კევინისთვის. ვფიქრობ, მომხდარს ის გაგებით მოეკიდა. კიდევ ერთხელ, ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა."









