მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ კევინ დე ბრუინსა და მაიკლ ოლისეს შორის პარალელი გაავლო. მისი თქმით, ფრანგი ვინგერი, ბელგიელი ფლეიმეიქერის მსგავსად, დეტალებსა და წვრილმანებზეა ჩაციკლული. სწორედ ეს არის მათი წარმატების საიდუმლო.
"ოლისეს წარმატების საიდუმლო? ის უბრალოდ ჩაციკლულია დეტალებსა და წვრილმანებზე. ყველაფერს აკეთებს თავისებურად, თუმცა ძალიან დიდი ყურადღებით. ამ მხრივ მაიკლი მაგონებს დე ბრუინს, რომლის გვერდითაც სიტისა და ბელგიის ეროვნულ გუნდში ვთამაშობდი. დიახ, მსგავსი თვისება კევინსაც ჰქონდა.
ფრანგი შემტევის კლასზე საუბარი უსასრულოდ შემიძლია. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს არის ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი ბაიერნის ვინგერის კარიერაში. დიახ, ის უმაღლეს დონის მოთამაშეა, მაგრამ ეს მისთვის ახალი გამოწვევაა", - განაცხადა ბელგიელმა დამრიგებელმა.









