"სეზონის დასრულებისთანავე უფროსობას შევხვდები, რათა ზაფხულისა და მომდევნო სეზონის გეგმებზე ვისაუბროთ. მე ამბიციური მწვრთნელი ვარ, რომელსაც მოტივაცია სჭირდება. მინდა გავიგო ბრაიტონის გეგმების შესახებ, მინდა უფრო მეტი ვიცოდე პროექტის შესახებ. თუ ამ კლუბში თავს კომფორტულად აღარ ვიგრძნობ, აუცილებლად წავალ."
დე ძერბის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა €15 მილიონი წერია, რომელიც ამ ზაფხულს ამოქმედდება. ამის შესახებ როგორც ბაიერნში, ისე ლივერპულშიც ინფორმირებული არიან. მიუნხენურ გუნდსა და დე ძერბის აგენტს შორის კონტაქტი დიდი ხნის წინ შედგა, ბაიერნი იტალიელი სპეციალისტის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს.
რაც შეეხება ლივერპულს, ჩაბი ალონსოს უარის შემდეგ, მერსისაიდული კლუბი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს - გეგმა A რუბენ ამორიმია, თუმცა როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, დე ძერბის ვარიანტიც განიხილება.










