საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, კომენტარი ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ გააკეთა. შეგახსენებთ, "ფურია როხამ" იმარჯვა 4:1, რის შედეგადაც მოიპოვა 1/4 ფინალის საგზური, სადაც მისი მეტოქე გერმანია იქნება.
"ბედნიერები ვართ. ვიცით, თუ რა მოვლენაა, როდესაც თამაშობ ევროპის ჩემპიონატზე და მეოთხედფინალში გადიხარ. რაც შეეხება საქართელოსთან შეხვედრას, თამაშის მიმდინარეობის გათვალისწინებით, 8-9 ბურთის გატანა შეგვეძლო. მეტოქე იყო ძალიან სახიფათო კონტრშეტევებზე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ მოგვეგო.
წინ გერმანიასთან შეხვედრაა, თუმცა იქამდე ძალები უნდა აღვიდგინოთ. თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ, რაც შესამჩნევია, მეოთხედფინალში გამარჯვების მოსაპოვებლად საკუთარი თავების საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ", - განაცხადა ესპანელმა დამრიგებელმა.











