ნაპოლის პრეზიდენტი, აულერიო დე ლაურენტისი სერია ა-ს მატჩების სატელევიზიო ტრანსლაციით უკმაყოფილოა.
"იტალიის სერია ა-ში ბევრი საშინელება ხდება. რა საჭიროა სატელევიზიო კამერები გასახდელში? რა არის იქ საინტერესო მაყურებლისთვის? მედია ყველაფრის გაყიდვას ცდილობს. აცადეთ ფეხბურთელებს თამაშზე ფიქრი.
ჩემი აზრით, მატჩის შემდეგი პრესკონფერენციებიც გასაუქმებელია, მწვრთნელს უნდა შეეძლოს მატჩის მშვიდად გაანალიზება, მედიასთან კომენტარს კი მეორე დღეს გააკეთებს " - განაცხადა ნაპოლის პრეზიდენტმა.
Serie A
დე ლაურენტისი: "რა საჭიროა სატელევიზიო კამერები გასახდელში? აცადეთ ფეხბურთელებს თამაშზე იფიქრონ"









