მოგეხსენებათ, გასული სეზონის ტრიუმფისა და სერია ა-ს მოგების შემდეგ, ნაპოლი წელს ცუდ შედეგებს აფიქსირებს და ევროტურნირებზეც ვერ გადის.
"გასული სეზონი ჩვენთვის საოცნებო იყო, ისტორია დავწერეთ, რასაც წლები ველოდით და ვხედავდი, თუ რა ბედნიერი იყო ხალხი. ეს მომენტები ყოველთვის ჩემს მეხსიერებაში იქნება.
წლევანდელ სეზონს რაც შეეხება, ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვსურს და ამის გამო ვწუხვარ. ამიტომ, მოდი ეს სეზონი წარსულში დავტოვოთ და აღარ გავიხსენოთ. თუ ვინმე ფიქრობდა, რომ ნაპოლი სერია ა-ს ტიტულს ზედიზედ 2-ჯერ მოიგებდა, ტყუილში უცხოვრია", - ამბობს ნეაპოლელთა პრეზიდენტი.










