დე ლიხტი: "კი, 100% მზად ვიყავი..."
ასე გამოეხმაურა, 24 წლის ფეხბურთელი ლევერკუზენთან მარცხს. ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის საქმეები მიუნხენში არც ისე კარგად მიდის. ტუხელის ფორმაციის ბაიერნში, მატეისი როტაციის ფეხბურთელია. იმის მიუხედავად, რომ კიმ მინ-ჯე აზიის თასზე იყო წასული, დე ლიხტი მაინც ვერ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში. ტუხელი უპამეკანოს გვერდით, ძირითადად გუნდის ახალწვეულს, ერიკ დაიერს ათამაშებდა.
"ჩვენ გვესმის დე ლიხტის უკმაყოფილების, მაგრამ მისი გუნდში ყოფნით ბედნიერები ვართ. აქ, ბაიერნში, დიდი კონკურენციაა, მატეისმა ეს კარგად იცის, ის პროფესიონალია და ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებს სასტარტოში ადგილის დასაბრუნებლად", - კრისტოფ ფროინდი, ბაიერნის დირექტორი.
გერმანულ პრესაში არაერთხელ დაწერილა, რომ დე ლიხტსა და ტუხელს შორის კარგი ურთიერთობა არაა, შესაბამისად, თუ გერმანელმა სპეციალისტმა ზაფხულში გუნდი არ დატოვა, დიდი შანსია მატეისმა სხვა კლუბში გადასვლა მოინდომოს.









