"2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენ სკუდეტო მოვიგეთ, მთავარ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება დავიწყეთ. მეორე გუნდში ჩვენ დე როსი და აკვილანი გვყავდა, პრიმავერას გამორჩეული ლიდერები. ზაფხულში, იტალიის თასზე, ორივე მათგანი პირველ გუნდში გამოვიძახე. თავიდან შანსი აკვილანს მივეცი, შემდეგ კი დე როსიც შევუშვი მოედანზე და მათ შორის სხვაობა მალევე დავინახე. დანიელე მოედანზე გიჟური მენტალიტეტით შევიდა, შიშის გარეშე, მთლიან გუნდს მოახვია ეს ენერგია. ამ თამაშის შემდეგ მის გარშემო ყველა ეჭვი გაქრა."

"მატჩის ბოლოს ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ დე როსის არ სჭირდებოდა იჯარა, ის უკვე მზად იყო პირველ გუნდში სათამაშოდ. იგივე ხდება ახლაც, დანიელე უკვე შემდგარი მწვრთნელია, მას ყველაფერი აქვს, რომ დიდ გუნდში იმუშაოს. სპალში გატარებული ხანმოკლე პერიოდის შემდეგ, სადაც მან გაანალიზა დაშვებული შეცდომები, დანიელემ მემკვიდრეობით მიიღო მოურინიოს რომა ყოველგვარი შიშის გარეშე. მხოლოდ "ჯალოროსის" თამაშების ყურება და მიღებული შედეგები საკმარისია იმის გასაგებად, რომ ის უკვე მზადაა. მან სწრაფად გააცნობიერა პრობლემები და დაიწყო მათი გამოსწორება - გუნდის მენეჯმენტიდან დაწყებული, ინდივიდუალურ მოტივაციამდე დამთავრებული. შემდეგ მან ნდობა გამოუცხადა ფეხბურთელებს და დააჯერა, რომ ისინი კარგები არიან. მისი მოტივაცია მთლიან გუნდს გადაედო, მან ფეხბურთელების მენტალიტეტი შეცვალა."

"დე როსიმ გუნდში ყველანაირი დაძაბულობა მოხსნა. პარედესი, ელ შაარავი და პელეგრინი მის ხელში თავიდან დაიბადნენ. კარში სვილარზე ფოკუსირება ჭკვიანური არჩევანი იყო, რამაც შედეგი გამოიღო... და ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ამ ყველაფერს დაუმატეთ იღბალი, ყველაფერი მუშაობს და შედეგიც არის. დანიელემ იცის, როგორ უნდა აუმაღლოს ფეხბურთელებს განწყობა, როგორ უნდა დამუხტოს ისინი ყოველი მატჩის წინ. ის ჭკვიანი ფეხბურთელი იყო და ახლა ჭკვიანი მწვრთნელიცაა. ზუსტად იცის, რას ნიშნავს რომაში თამაში და ამას ფეხბურთელებსაც კარგად უხსნის. გუნდმა ჩემპიონატში შედეგები საგრძნობლად გამაოსწორა და ახლა ისინი ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძვიან. ასევე წარმატებულ სვლას აგრძელებენ ევროპა ლიგაზეც, შესაბამისად, დანიელე ახალ კონტარქტს იმსახურებს, ის რომაში უნდა დარჩეს."










