სერია ა-ს 29-ე ტურში რომა-სასუოლოს მატჩი ვიხილეთ. ორივე გუნდისთვის ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დე როსის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის, სასუოლო კი ჩემპიონატში დარჩენას ცდილობს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი რომამ კარგად დაიწყო. გუნდის კაპიტანმა პელეგრინიმ საკუთარი გუნდის წინ გაყვანა 50-ე წუთზე მოახერხა. ამის შემდეგ გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა მეტი გატანილი გოლი აღარ გვინახავს.
ამ გამარჯვებით "ჯალოროსიმ" 51 ქულა მოაგროვა და ჩემპიონთა ლიგის ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა. დე როსის საოცარი მუშაობა გრძელდება.
Serie A
დე როსის გუნდის მნიშვნელოვანი 3 ქულა









