ინგლისის თასის 1/16 ფინალში გაიმართა საინტერესო და დაძაბული მატჩი ლივერპულსა და საუთჰემპტონს შორის.
ანგარიში ისაკმა გახსნა, 76-ე წუთზე საუთჰემპტონმა გაათანაბრა, თუმცა გამარჯვების გოლი ეკიტიკემ გაიტანა და მერსესაიდელები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ მატჩებში, ლივერპულის მაისურით გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა.
მამარდაშვილი დამაჯერებლად იდგა, 2 სეივი შემოგვთავაზა და 7.0 შეფასება მიიღო.









