ლივერპული მომდევნო მატჩის მოლოდინშია. არნე სლოტის გუნდი ხვალ, 23 სექტემბერს, ინგლისის ლიგის თასზე საუთჰემპტონს დაუპირისპირდება და ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის დებიუტს ვიხილავთ!
როგორც ინგლისურ პრესაში იწერება, არნე სლოტი სერიოზულ როტაციას გეგმავს და დიდი ალბათობით ალისონ ბეკერიც დაისვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ნომერი მერსისაიდული გუნდის კარს ოფიციალურ შეხვედრაში პირველად დაიცავს.
შეგახსენებთ, ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილი 2024 წელს შეიძინა, თუმცა ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდს მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა. 24 წლის მეკარემ პრე-სეზონზე ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური დებიუტის მოლოდინშია.









