ალესანდრო დელ პიერომ, Milano Goal City Challenge-ის ღონისძიებაზე, Adidas Predator-ის ბუცის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, La Gazzetta dello Sport-თან ბლიც ინტერვიუ ჩაწერა.
დელ პიერო: ალესანდრო.
ჟურნალისტი: ზედმეტსახელი?
დელ პიერო: რამდენიმე მაქვს, მაგრამ უმეტესობა „Pinturicchio”-ს (იტალიელი მხატვარი) მეძახის.
ჟურნალისტი: როგორ დადიოდით სკოლაში?
დელ პიერო: ფეხით და ველოსიპედით.
ჟურნალისტი: ერთი სიტყვით რომ დაახასიათოთ ალექსი მოედანს მიღმა?
დელ პიერო: ინტროვერტი.
ჟურნალისტი: გენატრებათ ფეხბურთის თამაში?
დელ პიერო: დიახ.
ჟურნალისტი: ამ მომენტისთვის ვინ არის საუკეთესო ფორვარდი მსოფლიოში?
დელ პიერო: ჰოლანდი, მბაპე... კრიშტიანო. თუ მესიც ფორვარდად ითვლება, მაშინ ისიც ამ სიაშია.
ჟურნალისტი: დღეს რომელ ფეხბურთელს აქვს თქვენნაირი სათამაშო სტილი?
დელ პიერო: დღევანდელ ფეხბურთში გამიჭირდება ვინმეს დასახელება, ვინც ასე ძალიან მგავს. არის რაღაც იდეები ზოგიერთ ფეხბურთელში, სტილი, მაგრამ დღეს ფეხბურთი ძალიან შეიცვალა.
ჟურნალისტი: შენი საყვარელი გოლი?
დელ პიერო: იუვენტუსი - ფიორენტინას მატჩში გატანილი გოლი, 3:2, 1994 წელს.
ჟურნალისტი: ვინ მოიგებს სკუდეტოს ამ სეზონზე?
დელ პიერო: ინტერი ან იუვენტუსი.
ჟურნალისტი: ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც გითამაშია?
დელ პიერო: ბევრ წამყვან ფეხბურთელთან ერთად მითამაშია. ვთამაშობდი საუკეთესო ნახევარმცველების, მცველებისა და მეკარეების გვერდით. იუვენტუსსა და ნაკრებში ჩემ გვერდით ბევრი ძლიერი მოთამაშე იყო, ამიტომ ერთის გამორჩევა გამიჭირდება.
ჟურნალისტი: საუკეთესო მცველი, რომლის წინააღმდეგაც გითამაშია?
დელ პიერო: ყველა ის მცველი, რომელმაც გოლის გატანაში ხელი შემიშალა და მატჩის ბოლომდე „მშრალად“ დამტოვა.
ჟურნალისტი: საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ადიდას პრედატორს ატარებდა?
დელ პიერო: ზინედინ ზიდანი.
ჟურნალისტი: სამი ნივთი, რომლებსაც უდაბნოში წაიღებდი?
დელ პიერო: ბურთი, ტელეფონი, ვინმეს დავურეკავდი მაინც... მესამე? მოდი აღარ გვინდა მესამე, ახლა ჭამის დროა მეგობრებო.









