პსჟ-ს ლიდერმა უსმან დემბელემ სუპერთასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, ტოტენჰემთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ დემბელე დასახელდა.
"სეზონის ტიტულით დაწყება დიდებულია. კიდევ ერთი ევროპული ტიტული მოვიგეთ, ბედნიერები ვართ და ეს უნდა იყოს დასაწყისი, რათა მთელი სეზონი კარგად ჩავატაროთ.
ფაქტია, ევროპის საუკეთესო გუნდი ვართ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე უძლიერესი გუნდები დავამარცხეთ, მათ შორის ლივერპული, მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, ახლა კი სუპერთასი.
მატჩის საუკეთესო გავხდი? - ამ ჯილდოს შევალიეს გადავცემ. მას საოცნებო დებიუტი ჰქონდა, პირველი ტიტული და თერთმეტმეტრიანები, სადაც გამარჯვებაში წვლილი შეიტანა", - განაცხადა დემბელემ.









