საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა პარიზში შედგა, სადაც ერთმანეთს პსჟ და ლილი დაუპირისპირდნენ.
თასიდან გავარდნის შემდეგ, პარიზელები მოგებას მოწყურებულები იყვნენ, რაც თამაშზე აისახა და ლუის ენრიკეს გუნდმა მეტოქე 3:0 დაამარცხა.
ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა უსმან დემბელემ, რომელმაც დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი კი ბრედლი ბარკოლას ანგარიშზეა.
პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.
18 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.









