ბარსელონას ყოფილმა მცველმა, სამუელ უმტიტიმ ისაუბრა იმ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, რომელიც მას საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თან სდევდა. ფრანგმა ყოფილმა უკანახაზელმა განაცხადა, რომ მუხლის სისტემატური ტრავმისა და არასწორი მკურნალობის გამო, მას დეპრესია გაუჩნდა.
"ჩემი ფსიქოლოგიური პრობლემები მუხლის ტრავმის გამო დაიწყო. სამწუხაროდ, გვიან მივხვდი, რომ ამ სირთულეებს არ უჩანდა დასასრული, რადგან მკურნალობის პროცესი თავიდანვე არასწორი იყო. თავიდან ვფიქრობდი, რომ ძველ ფორმას დავუბრუნდებოდი ერთ კვირაში, შემდეგ, ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში, ერთ წელში...
რთულია ამის გადმოცემა სიტყვებით, რადგან ზედაპირულად ჩანდა ისე, თითქოს მე ვბრუნდებოდი და შემდეგ, ვიღებდი მორიგ, ახალ ტრავმას, მაგრამ რეალურად მაწუხებდა ის ტრავმა, რომლის მკურნალობაც თავიდანვე არასწორი გზით წარიმართა. ეს ყველაფერი დეპრესიაში გადაიზარდა."









