დღეს, იტალიის თასის 2024/25 წლების სეზონის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება, ერთმანეთს მილანი და ინტერი დაუპირისპირდებიან.
გუნდების პირველი დაპირისპირება, რომელიც 2 აპრილს შედგა ფრე, 1-1 დასრულდა და ყველაფერი დღეს გაირკვევა — წინა მატჩში გოლები აბრაჰამმა და ჩალჰანოღლუმ გაიტანეს.
ბოლო 5 დერბი დელა მადონინაში მცირე უპირატესობა მილანის მხარეს არის — როსონერიმ 2 მატჩი მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა, ხოლო ერთხელ გამარჯვება ნერაძურის ფეხბურთელებს დარჩათ.
დღევანდელ დაპირისპირებას გარკვეული საკადრო პრობლემებით ხვდება ორივე გუნდი. მილანს ტრავმების გამო ემერსონი და ლოფტუს-ჩიკი ვერ დაეხმარებიან, ხოლო ინტერს დუმფრისი, ტურამი და ჟიელისნკი დააკლდება.
მილანური დერბი, სადაც კოპა იტალიას მიმდინარე სეზონის პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა, დღეს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.









