გიორგი მიქაუტაძე ლიონის ოლიმპიკიდან წავიდა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს, თუმცა ამის მიუხედავად, ფრანგული გუნდის გულშემატკივრებს შორის ის ახლაც პოპულარობით სარგებლობს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ "ლომების" მოთამაშეების მაისურებს შორის ქართველი ფორვარდის ფორმა რიგით მე-3 ყველაზე გაყიდვადია.
ვილიარეალის თავდამსხმელს უსწრებენ მხოლოდ კორენტინ ტოლისო და მალიკ ფოფანა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა რონელების მერჩენდაიზინგის დეპარტამენტის უფროსმა, ფრანკ ფერნიემ. აქვე დავამატებთ, გრუპამას ბინადრებმა 25 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 30 მილიონი მიიღეს.
"მიქაუტაძე წავიდა აგვისტოს ბოლოს, სეზონი კი დაიწყო ივლისის დასაწყისში და აქედან გამომდინარე, ზაფხულში მისი ბევრი მაისური გაიყიდა. დიახ, შემოდგომაზე გაიყიდა მაისურების ნაკლები რაოდენობა, მაგრამ ეს მაინც საკმარისია იმისთვის, რომ ჟორჟი 3-ეულში იყოს."









