ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს, "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც ერთმანეთს დინამო თბილისი და დინამო ბათუმი დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა სეზონი იმაზე კარგად დაიწყეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო და პირველი წრის შემდეგ დაუმარცხებლები არიან.
დინამო თბილისს წელსაც ახალგაზრდებზე აქვს აქცენტი და სეზონი მათთვისაც ნორმალურად მიდის. დღეს მოგების შემთხვევაში კი დინამო ლიდერებს შორის გაერევა და სამეულს მიუახლოვდება.
3 კვირის წინ, ეს გუნდები ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ, სადაც ჭიაბრიშვილის გუნდმა უშუალო კონკურენტი 1:0 დაამარცხა. თბილისელები რევანშის აღებას საკუთარ მოედანზე შეეცდებიან.
მიმდინარე სეზონში, ბათუმელთა მხრიდან მთავარი აღმოჩენა ლუკა წულუკიძეა. ახალგარზრდა შემტევს წელს 3 გოლი და ერთი ასისტი აქვს.
დინამო თბილისი ხშირად აკეთებს შემადგენლობის როტაციას. მათი საყრდენი წერტილი გამოცდილი ჯაბა კანკავაა, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშეებთან შერწყმით ცენტრში ბრწყინვალედ თამაშობს.
დინამო თბილისი - დინამო ბათუმი
ეროვნული ლიგა, მე-10 ტური - დინამო არენა, თბილისი
25 აპრილი, 20:00
მთავარი მსაჯი: გიორგი ავაზაშვილი









