ევრობასკეტი 2025 დღეს იწყება. ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს 4 ქვეყანა, ფინეთი, ლატვია, კვიპროსი და პოლონეთი მასპინძლობს.
აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით შეიკრიბa და 4 საუკეთესოს გამოავლენს. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონი გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ასპარეზობს, შესაბამისად კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ითამაშებს.
დღეს A და B ჯგუფის 6 მატჩი გაიმართება, დღის პირველი შეხვედრა ფინეთში დიდ ბრიტანეთსა და ლიეტუვას ნაკრებებს შორის შედგება, მატჩი თბილისის დროით, 14:30 საათზე დაიწყება.
27 აგვისტო დრის მატჩები:
დიდი ბრიტანეთი - ლიეტუვა 14:30 (თბილისი დროით)
ჩეხეთი - პორტუგალია - 15:45 (თბილისი დროით)
მონტენეგრო - გერმანია - 17:30 (თბილისი დროით)
ლატვია - თურქეთი - 19:00 (თბილისი დროით)
შვედეთი - ფინეთი - 21:30 (თბილისი დროით)
საქართველოს ნაკრები კვიპროსში, მასპინძელ ნაკრებთან, იტალიასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ერთად იასპარეზებს. ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 28 აგვისტოს, 16:00 საათზე, ესპანეთთან გამართავს.









