უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ქართველთაგან -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე იასპარეზებენ.
ლუკა მაისურაძე პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაუპირისპირდება.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვება და სერბ მილჟან რადულჟსა და ბულგარელ ალექსანდ სიდორიკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეჯიბრება თბილისის დროით, 13:00 საათიდან დაწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
2023 წელს მსოფლისო ჩემპიონატზე ქართული ფინალი შედგა, ლუკა მაისურაძესა და ლაშა ბექაურს შორის, მაშინ ჩემპოონობა მაისურაძემ იზეიმა, ლუკას ანგარიშზე მსოფლიოს ჩემპიონატიდან ასევე ბრინჯაოს 2 მედალია, (2019, 2022) ბექაურს მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი (2022) აქვს მოპოვებული.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო, ამ დროისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე 2 მედალია. ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ.) გახდა პირველი ქართველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა.
ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია









