ბოკა ხუნიორსის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა 236 გოლით, მარტინ პალერმომ თანამედროვეობის საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა. არგენტინელი ექს-ფორვარდისთვის ასეთი მოთამაშე არის მილანის ინტერის კაპიტანი, ლაუტარო მარტინესი.
"პირადად ჩემთვის, ლაუტარო დღეს საუკეთესო თავდამსხმელია. ის იტანს ძალიან ბევრ გოლს და ამის გარდა, გაუჩერებლად ცდილობს თავისი გუნდის დახმარებას. მარტინესის თამაში არ შემოიფარგლება მხოლოდ კარის აღებით, ის ხშირად იწევს სიღრმეში, იმისთვის, რომ შეტევის წამოწყებაში მონაწილეობა მიიღოს.
არგენტინელი თავდამსხმელი ბევრს მოძრაობს, აკეთებს გადაცემებს და ხშირად თავისივე წამოწყებულ შეტევებს აგვირგვინებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინტერნაციონალეს კაპიტანი ამ ყველაფერს უმაღლეს დონეზე აკეთებს."









