დღეს, თბილისის დროით, 23:00 საათზე, ქართველი მორაგბეები ჩელენჯ თასის ფინალში ითამაშებენ. გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგული „ლიონი“ ინგლისურ „ბათს“ დაუპირისპირდება.
ლიონელთ სასტარტო შემადგენლობაშია დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე, ირაკლი აფციაური თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება. რაც შეეხება ლიონელთა კიდევ ერთ ქართველს, ბექა შვანგირაძე გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
ფოტო: Lou rugby









