დღეს, მიხეილ მესხი 2-ზე, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მატჩამდე ჩვენმა გუნდმა გუშინ შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ირის ანტმანის, თქმით ბელარუსი კარგი გუნდია, თუმცა საქართველოს მოედნის უპირატესობა აქვს და გულშემატკივრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია:
ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრას ჯგუფში მეორე პოზიციაზე ვხვდებით. გვაქვს შანსი, რომ ქულების მოპოვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სხვა ჯგუფის შედეგებზეც არის დამოკიდებული.
ბელარუსი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ საკუთარ კედლებში, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შეგვიძლია სასურველი შედეგის მიღწევა. თუ მოთამაშეები ტაქტიკურ დავალებებს კარგად შეასრულებენ, გამარჯვების მოპოვებას შევძლებთ".
დღევანდელი მატჩის შესახებ ისაუბრეს საქართველოს ნაკრების მეკარემ, თათია გაბუნიამ და ჩვენი გუნდის 16 წლის დებიუტანტმა, სოფი ხელაშვილმა. სოფი აშშ-ში, ოჰაიო პრემიერში თამაშობს.
თათია გაბუნია (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "ეს სტადიონი ჩვენთვის თილისმად იქცა. ბელარუსთან წინა მატჩიდან გამომდინარე, მარტივი თამაში არ გველოდება. სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, გადამწყვეტი თამაშია ჩვენთვის და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჯგუფიდან გავიდეთ.
მოსამზადებელი ეტაპით ძალიან კმაყოფილი ვარ. თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს აკეთებს. თამაშის ბედს არა მხოლოდ მოედანზე მყოფი 11 მოთამაშე გადაწყვეტს, არამედ მთელი გუნდი და სტაფი".
სოფი ხელაშვილი (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "ვფიქრობ, მოგების კარგი შანსი გვაქვს. მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვმუშაობდით ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან საინტერესო იყო".
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მაკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)
დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი).
საქართველოსა და ბელარუსის ქალთა ნაკრებების შეხვედრა დღეს, მიხეილ მესხი 2-ზე, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია