"ინტერში ეჭვი არასდროს შემიტანია. დასაწყისიდან ვიცოდი, რომ წინ დიდი გამარჯვებები გველოდებოდა. სტამბულში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების მიუხედავად, ვიცოდი, რომ ამ გუნდს ვერაფერი შეაჩერებდა. მეორე ვარსკვლავი დროის ამბავი იყო. ინტერი "მანქანა" გახდა, მათ შიში არ ახასიათებთ. ფეხბურთელები და ინძაგი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ, ერთად საოცრად მუშაობენ."
"თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ დღევანდელი ინტერი 2009/10 სეზონის გუნდზე უკეთ თამაშობს, იმ გუნდზე უკეთ რომელმაც ტრებლი მოიგო. სიმონე ინძაგის მიერ გაწეული სამუშაო შეუფასებელია. საერთოდ ყველა ფეხბურთელის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა მოახერხა, ამას ყველა ვერ აკეთებს, ეს ურთულესია. მათ შექმნეს გუნდი, რომელიც უნაკლოა."
"დღევანდელი გუნდიდან, ალბათ, აჩერბი მგავს ყველაზე მეტად. ისიც ჩემსავით გვიან გაიხსნა. მაგრამ, ვფიქრობ, ბასტონიც ძალიან მგავს. ეს ორივე მცველი ძალიან მომწონს, თან ჩემსავით ცაციები არიან."
"ატლეტიკო მადრიდი? - პირველ მატჩში ბევრად მეტის გატანა შეგვეძლო. მეტოქე საკმაოდ ძლიერია და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. წინ რთული და დაძაბული განმეორებითი შეხვედრა გველოდება."










