ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა მოსკოვის ლოკომოტივში, იური სიომინმა პეპ გუარდიოლას ბარსელონას ლუის ენრიკეს პარის სენ-ჟერმენი შეადარა. რუსი დამრიგებელი თვლის, რომ ფრანგული კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა და ის 2008-2012 წლების "ბლაუგრანასაც" კი აღემატება
"პარის სენ-ჟერმენი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. შეძლებენ თუ არა ისინი გუარდიოლას ბარსელონას მიღწევების გამეორებას? ჩემი აზრით, დღევანდელი პსჟ კატალონიელებს უკვე აღემატება. პეპს არ ჰყავდა ისეთი ტექნიკური მოთამაშეები, როგორიც ენრიკეს განკარგულებაში არიან.
"ლურჯ-წითლების" თითოეული ფეხბურთელი აზროვნებს ერთნაირად და მოედანზე კოლოსალურ სამუშაოს ასრულებს. დიახ, მათთან კონკურენცია ძალიან რთულია და მიმდინარე სეზონმა ეს ნათლად დაგვანახა. "









