მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ატალანტას ბელგიელი შემტევი შარლე დე კეტელარე იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიში შევიდა.
დე კეტელარემ ამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამ სტატისტიკით 23 წლის შემტევი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ამ ტურნირზე მსგავსი შედეგი დააფიქსირა.
5 ტურის შემდეგ, ატალანტას 11 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს.









