ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ქენან ილდიზზე ისაუბრა. ვეტერანმა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ თამაშის სტილით თურქი ვინგერი იტალიელ სპეციალისტს ანტონიო დი ნატალესა და ხვიჩა კვარაცხელიას აგონებს.
"ილდიზი ტექნიკური უნარებით დი ნატალესა და კვარაცხელიას მაგონებს. ისინი არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ბრწყინავენ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ვარჯიშებზეც. პრობლემა ქენანის მიმართებაში? მხოლოდ ერთი, თუ მას მოვთხოვ უკანახაზში ჩასვლას, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა.
თურქ გარემარბს ვკითხე, თუ სად ურჩევნია თამაში, რაზეც მან თქვა, რომ მარცხენა ფლანგზე, ცენტრში შემოწევით. მისი თამაში სტილი სრულად მაკმაყოფილებს. პირადად მე იუვეს ვინგერს მეორე ფორვარდად ვხედავ."









