დიდი 10-ის ბოლო, მე-18 ტურის შეხვედრები, რომელიც შაბათ-კვირას უნდა ჩატარებული გადაიდო — აღნიშნული ინფორმაციასაქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა.
"საქართველოს რაგბის კავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში გამოცხადდა გლოვა და შესაბამისად, გადაიდო შიდა ჩემპიონატის თამაშები."
"დიდი 10-ის რეგულარული ტურის დასკვნითი, მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართება ორშაბათს, 23 მარტს. თამაშები ერთდროულად, 15 საათზე დაიწყება (წიქარა-ხვამლი, ბათუმი-აია, გორი-ხარები, ყაზბეგი-არმია, ლელო-არესი). სამშაბათს, 24 მარტს შედგება პირველი ლიგის ფლეი ოფის პირველი ეტაპის თამაშები. ბოლნისის ‘ყოჩები’ წყალტუბოს ‘დინოზავრს’ „რაგბი პლატოზე“ 14 საათზე დაუხვდება, ხოლო ფოთის ‘ფოთი’ მარნეულის ‘არმაზს’ 17 საათზე უმასპინძლებს" — საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება.









