პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ბოლო შეხვედრა სტემფორდ ბრიჯზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ლონდონური დერბი იხილა. ჩელსი და არსენალი ამ პრინციპულ დაპირისპირებას ძალიან კარგ ფორმაში შეხვდნენ, შესაბამისად, მატჩის წინ ფავორიტის დასახელება ყველას გაუჭირდებოდა.
გუნდებმა 90 წუთის განმავლობაში ერთმანეთს არაფერი დაუთმეს და მოედანზე ძალიან დიდი ბრძოლაც გამართეს. 7 ყვითელი და 1 წითელი ბარათი — მაყურებელმა საოცრად დაძაბული მატჩი იხილა.
რაც შეეხება გატანილ გოლებს, გუნდებმა თითო-თითოჯერ მოახერხეს მეტოქეთა კარის აღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩელსიმ და არსენალმა ქულები გაიყვეს.
მიკელ არტეტას გუნდს 13 ტურის შემდეგ 30 ქულა აქვს და მეორე ადგილოსან მანჩესტერ სიტის 5 ქულით ასწრებს. რაც შეეხება ჩელსის, ენცო მარესკას გუნდი 24 ქულით, მე-3 პოზიციაზეა.
ჩელსი 1-1 არსენალი
გოლები: 1-0 ტრევო ჩალობა 48', 1-1 მიკელ მერინო 59'.
მატჩის მიმოხილვა









