სერია A-ს 22-ე ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა რომა-მილანის დაპირისპირება იხილა.
90 წუთის განმავლობაში გუნდებმა მოედანზე ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, რასაც ლოგიკური დასასრული მოჰყვა — ორი გატანილი გოლი და ფრე.
მილანის წაუგებელი სერია გრძელდება, თუმცა დღეს დაკარგული ქულების შემდეგ, ინტერთან ჩამორჩენა 5 ქულამდე გაიზარდა.
რომა 1-1 მილანი
გოლები: 0-1 კონი დე ვინტერი 62', 1-1 ლორენცო პელეგრინი (პენ.) 74'.









