დადასტურებულად — დიდიე დეშამმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების დატოვება გადაწყვიტა! ამის თაობაზე 56 წლის სპეციალისტი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმების საფუძველზე, დიდიე დეშამი ეროვნულ ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს, რის შემდეგაც დაკავებულ პოსტს დატოვებს.
დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს სათავეში 2012 წელს ჩაუდგა. ამ დროში ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა 165 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 106 მოიგო, 31 ფრედ დაასრულა, ხოლო 28 შემთხვევაში დამარცხდა.
გამოცდილმა სპეციალისტმა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ორი ტიტულის მოგება მოახერხა, კერძოდ მსოფლიო ჩემპიონატისა და უეფას ერთა ლიგის.