2025 წელს კარიერა არაერთმა დიდმა ფეხბურთელმა დაასრულა. პირველ რიგში გამოსარჩევია მარსელო ვიეირა, რომელმაც სპორტიდან წასვლაზე განცხადება ჯერ კიდევ თებერვალში გააკეთა. კარიერა ასევე დაასრულეს ბრაზილიელი ყოფილი უკანახაზელის მარადიულმა მეტოქეებმა განვლილ კლასიკოებში: სერხიო ბუსკეტსმა და ხორდი ალბამ.
დიახ, ინტერ მაიამი მომავალ სეზონს ესპანელი ვეტერანების გარეშე დაიწყებს. მადრიდის რეალისა და ბარსელონას თემას თუ გავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ ფეხბურთიდან ასევე წავიდნენ პეპე რეინა, ივან რაკიტიჩი, სამუელ უმტიტი და ხოსე კალეხონი. ქვემოთ გთავაზობთ ყველა იმ დიდი მოთამაშის სიას, რომელმაც 2025 წელს კარიერა დაასრულა.
| ფეხბურთელი | ასაკი | ბოლო გუნდი | კარიერული შედეგი |
| ხორდი ალბა | 36 | ინტერ მაიამი | 816 მატჩი, 64 გოლი |
| ტობი ალდერვეირელდი | 36 | ანტვერპენი | 762 მატჩი, 47 გოლი |
| სერხიო ბუსკეტსი | 37 | ინტერ მაიამი | 1006 მატჩი, 23 გოლი |
| ხოსე კალეხონი | 38 | მარბელა | 744 მატჩი, 153 გოლი |
| ანტონიო კანდრევა | 38 | სალერნიტანა | 720 მატჩი, 105 გოლი |
| ედინსონ კავანი | 38 | ბოკა ხუნიორსი | 873 მატჩი, 458 გოლი |
| ჯონი ევანსი | 37 | მანჩესტერ იუნაიტედი | 645 მატჩი, 29 გოლი |
| მატს ჰუმელსი | 37 | რომა | 766 მატჩი, 57 გოლი |
| სიმონ კიაერი | 36 | მილანი | 663 მატჩი, 26 გოლი |
| ადამ ლალანა | 37 | საუთჰემპტონი | 603 მატჩი, 89 გოლი |
| მარსელო ვიეირა | 37 | ფლუმინენსე | 721 მატჩი, 58 გოლი |
| ფელიპე მელო | 42 | ფლუმინენსე | 836 მატჩი, 69 გოლი |
| ივან რაკიტიჩი | 37 | ჰაიდუკი | 993 მატჩი, 141 გოლი |
| პეპე რეინა | 43 | კომო | 990 მატჩი, 0 გოლი |
| სამუელ უმტიტი | 32 | ლილი | 393 მატჩი, 11 გოლი |
| კარლოს ველა | 36 | ლოს ანჯელესი | 647 მატჩი, 209 გოლი |
| იან ვერტონგენი | 38 | ანდერლეხტი | 874 მატჩი, 59 გოლი |









