ამასთან დაკავშირებით კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"დიდი ფულის ხარჯვას არ ვაპირებთ, რადგან როცა გუნდში ისეთი ფეხბურთელი მოგყავს, რომლის სანაცვლოდაც დიდ თანხას იხდი, პასუხისმგებლობა იზრდება.
გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც ფორვარდის პოზიციაზე მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ, ამიტომ ამ პოზიციაზე გაძლიერების საჭიროებას ვერ ვხედავ", - განაცხადა ენრიკემ.
ოსიმენი კვლავ ნაპოლის საკუთრებაა, თუმცა ძირითად გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.










