პარის სენ-ჟერმენმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში ბაიერნ მიუნხენი 2:0 დაამარცხა. ფრანგული გუნდი ნახევარფინალშია, სადაც მადრიდის რეალსა და დორტმუნდის ბორუსიას შორის მოგებულს შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ 1/2 ფინალში გავა ესპანური კლუბი, პსჟ-სთვის ეს ძალიან დიდი მოვლენა იქნება.
"ლურჯ-წითლები" დაუპირისპირდებიან გუნდს, რომელშიც თამაშობს მათი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და წარსულში მთავარი ვარსკვლავი: კილიან მბაპე. პარკ დე პრენსის ბინადრები და ვარსკვლავური ფორვარდი არ დაშორებულან ერთმანეთს მშვიდობიანად, მათ შორის სასამართლოც კი გაიმართა.
"სამეფო კლუბთან" დაპირისპირება განსაკუთრებული იქნება პერსონალურად ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც, რომელიც როგორც ვიცით, სწორედ ესპანური გუნდის ქომაგია. შეგახსენებთ იმასაც, რომ ფრანგი ფორვარდის ბერნაბეუზე გადასვლის შემდეგ, მისი 7-ნომრიანი მაისური სწორედ ქართველმა ვინგერმა აიღო.









